06 ოქტომბერი 2024,   12:11
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს - ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი

ოკუპანტებმა კიევში, ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდეტი" დაბომბეს - ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 5, დაშავებულთა რაოდენობა კი 11-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი. კიევის მერის თქმით, მიმდინარეობს დაშავებულთა ევაკუაცია სხვა კლინიკებში.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში დღეს 40 სხვადასხვა სახის ბომბი ჩამოაგდო. განადგურებულია ასევე საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა.

კიევის გარდა დაიბომბა ასევე დნეპრო, სლავიანსკი, კრამატორსკი და კრივოი როგი. კრივოი როგში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ს აღწევს, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

 

დღის ამბები