06 ოქტომბერი 2024,   17:38
ვრცლად
ქართული კინოს კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო კინოფესტივალზე - კარლოვი ვარის ჟიურის პრიზი გიორგი სიხარულიძის ფილმმა "პანოპტიკონი" მიიღო

წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა დასასრულს მიუახლოვდა - ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება - კარლოვი ვარის რიგით 58-ე ფესტივალი შედგა.

ჟიურის რჩეული, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი - ნომინაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი 200 ფილმიდან მხოლოდ 12 შეირჩა. პრიზის გარეშე არც საქართველო დარჩენილა. ფილმი "პანოპტიკონი" ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.

"პანოპტიკონში" მოვლენები 16 წლის ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრების გარშემო ვითარდება. უთანხმოება მშობლებთან, პირველი სიყვარული, რელიგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში - ფილმში სწორედ თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი პრობლემებია წამოჭრილი. სპეციალური პრიზის მფლობელი ფილმის რეჟისორი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ეკრანზე გადმოტანას შეეცადა.

ფილმში, ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, გამოცდილი არტისტებიც მონაწილეობენ. კარლოვი ვარის წითელ ხალიჩაზე ქართველი არტისტების გამოჩენამ უცხოელი კოლეგების მოწონება დაიმსახურა.

ფილმების შემქმნელებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, თუ ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებისთვის კარლოვი ვარი ყველაზე დიდ მოვლენად განიხილება ცენტრალურ ევროპაში, საქართველოსთვის კი მსგავს ფესტივალში მონაწილეობის მიღება ორმაგად მნიშვნელოვანია.

სხვა ნომინაციებთან ერთად, კინოფესტივალის ბოლო დღეს, მთავარი ჯილდოს მფლობელიც დასახელდა. ბროლის გლობუსი ირლანდიელი რეჟისორის, მარკ ქუიზინსის, დოკუმენტურმა ფილმმა, "თვალის მოკვრა სიღრმისეულ საგნებზე" მიიღო.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება. ღონისძიება, წლიდან წლამდე, უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს, იზრდება, როგორც საერთაშორისო სტუმრების, ასევე უცხოეთიდან შემოსული ფილმების რაოდენობა. საქართველო კი მსგავსი მასშტაბის ფესტივალზე ხშირად პოზიციონირება.

კარლოვი ვარის რიგით 58-ე კინოფესტივალი 28 ივნისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა

დღის ამბები