29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
კიევში გლოვის დღეა - პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას

კიევში დღეს გლოვის დღეა, სადაც პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

კიევის ბავშვთა მთავარ საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 37, დაშავებული კი 170-ზე მეტია, მათ შორის ბავშვები.


მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენება უწოდა.

მისი თქმით, ამ კვირაში ის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მოკავშირეებთან ერთად გამოაცხადებს "ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად".

დღის ამბები