29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, უკრაინაში განგაშის სიგნალი ჩაირთო - არიან დაშავებულები

უკრაინაში კვლავ რთული ვითარებაა - საჰაერო განგაში ღამით ქვეყნის აღმოსავლეთით, რამდენიმე ოლქში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაივის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე. არიან დაშავებულები.

ამასთან, 8 ივლისს, რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. კლინიკაში გარდაიცვალა ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა.

პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის მცდელობა, მოსკოვის ოლქზე, მათ შორის, დედაქალაქზე.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

დღის ამბები