29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ამ წუთებში, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხვდება.

მანამდე, შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. უზრა ზეია, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, განიხილავს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული და მოწყვლადი ჯგუფების საკითხებს.

"როგორც თქვეს, კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, რომ საქართველოს მხრიდან რუსულ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება. თუმცა, თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, ყველა შეჩერებული პროექტი გაგრძელდება. ჩვენ ვიკითხეთ, არის თუ არა რეალური ინდივიდუალური სანქციები და სავიზო აკრძალვები - მათ დაგვიდასტურეს და ელჩმა განაცხადა, რომ ეს 30 ადამიანს უკვე დანამდვილებით ჩაბარდა. მათივე თქმით, პროცესი გრძელდება და ყველა, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევასა და რუსული კანონის მიღებაში, სხვა სიებიც განიხილება,"- აცხადებს ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებს, სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

ენტონი ბლინკენის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთანაც.

 

დღის ამბები