29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
იქნება მაქსიმალური კეთილგანწყობა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების უკეთესობისკენ გადატვირთვისთვის - ნინო წილოსანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ამ წუთებში, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხვდება. შეხვედრამდე, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზრა ზეია მიიღებს ინფორმაციას იმ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ აქამდე სხვა ფორმით მიეწოდებოდათ მათი ოპონენტების მხრიდან:

"ჩვენი მხრიდან მიიღებს ინფორმაციას იმ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც სულ სხვა ფორმით გადის ხოლმე მედიასაშუალებებში და ჩვენი ოპონენტების მხრიდან. თუკი მისი მიზანია სიმართლე და კონკრეტული ფაქტები იყოს იდენტიფიცირებული და რაც მთავარია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იყოს უკეთესად წარმართული - ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება მიწოდებული. რაც მთავარია, იქნება მაქსიმალური კეთილგანწყობა, სწორედ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების უკეთესობისკენ გადატვირთვისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

 

დღის ამბები