29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ისრაელის ჯარებმა ალ-მავასის ბანაკზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 90 პალესტინელი, 300-მდე ადამიანი დაშავდა

ისრაელის ჯარებმა ალ-მავასის ბანაკზე იერიში მიიტანეს, შედეგად, სულ მცირე, 90 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 300-ზე მეტია, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. რამდენიმე პირი მძიმე მდგომარეობაშია. დაბომბვის შედეგად, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი სამიზნე "ჰამასის" სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი იყო, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მისი განეიტრალება შეძლეს.

"ისრაელის სახელმწიფომ, ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით, დაარტყა ღაზას სექტორს, მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის რაფა სალამას . არ არის ცნობილი, დაიღუპა თუ არა ორივე. თუ ჩვენ დავიცავთ პრინციპებს, მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც არამარტო გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს, არამედ მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ომი გამარჯვებამდე. მე ოდნავადაც არ გადავხრილვარ იმ ჩარჩოდან, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა წარმოადგინა. პირობებს არ ვამატებ, მაგრამ არც ვცვლი", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები