უკრაინაში ომი გრძელდება. ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსული თავდასხმების შედეგად დონეცკის ოლქში. დაშავებულია 13 ადამიანი, დაზიანდა 10 სახლი, მაღაზია და ელექტროგადამცემი ხაზი.
დაიბომბა ხარკოვიც - დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 22 მშვიდობიანი მოქალაქე. გასულ ღამეს, უკრაინის სამხედროებმა ორი რუსული მართვადი რაკეტა და რამდენიმე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. ის პრემიერ-მინისტრს, საიმონ ჰარისს შეხვდა, რათა "განიხილოს პოტენციური შეთანხმებები განაღმვის, ენერგეტიკის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის დროს".
ცნობილია, რომ მოგვიანებით ზელენსკი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც 25 ივლისს, ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.