საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზში წასასვლელად ემზადება. 28 ათლეტი სპორტის 10 სახეობაში შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას. მათი სახელით, ფიცი, ცოტა ხნის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა დადო.
დელეგაციის მედროშეები არიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა ტიტულის მფლობელი ნინო სალუქვაძე და მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე.
ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში ათ დღეში დაიწყება.