29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 28-ჯერ დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. 28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 103 აფეთქება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 86 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, მათი უმეტესობა პოკროვსკის და ხურაკივის მიმართულებით იყო.

უკრაინის სამხედროებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის "S-300" საზენიტო სარაკეტო სისტემას შეუტიეს. - განაცხადა უკრაინის მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, პრაღის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ ჩეხეთისგან პირველი 50 000 ჭურვი უკვე მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა. დენის შმიჰალის თქმით, ინიციატივა უკვე მუშაობს და შეიარაღებული ძალების პოზიციები ფრონტზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ლიეტვური კომპანიები უკრაინას 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ენერგეტიკულ დახმარებას გაუწევენ.

დღის ამბები