29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ღაზაში ისრაელის იერიშებს 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - შეტევა გაეროს სკოლაზე განხორციელდა, რომელშიც ჰუმანიტარული ბანაკი იყო განთავსებული

ღაზაში ისრაელის იერიშებს 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეტევა ხან-იუნისში მდებარე გაეროს სკოლაზე განხორციელდა, რომელშიც ჰუმანიტარული ბანაკი იყო განთავსებული, ტერიტორია უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული.

გაეროს მონაცემებით, ისრაელმა შეტევა რეგიონში ჰუმანიტარული მისიის კოორდინირების ცენტრთან მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის უწყების სპიკერის განცხადებით ,ტერორისტულ დაჯგუფება ""ჰამასს"" შესაძლებლობა აქვს პალესტინელების ტანჯვას ბოლო მოუღოს, დანიელ ჰაგარის თქმით, ამისთვის "ჰამასმა" "სიჯიუტე" უნდა შეწყვიტოს.

დღის ამბები