08 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღის ამბები