გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალი "მაჩაბელი" დაიწყო. ღონისძიება, 3 დღის განმავლობაში, უმასპინძლებს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან.
მოეწყობა ფილმების ჩვენება, ფოტო-ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასები. ფესტივალი უკვე მესამედ იმართება.