15 აგვისტო 2026,   19:16
ვრცლად
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ველისციხის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ახალი ეტაპის მიზანია, სოფლის ისტორიულ-კულტურული იერსახის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გზის საფარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ტროტუარების განახლება, მიერთების კვანძების მოწყობა და თანამედროვე გარე განათების სისტემების განთავსება.

დღის ამბები