29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში. დაიბომბა ხერსონის ოლქის სოფელი, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა.დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 107 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა და ევროპელ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი ბრიტანეთის თავდაცვის მაღალჩინოსნებსაც შეხვდა და ქვეყნისთვის სამხედრო მხარდაჭერის საკითხები განიხილა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; გერმანია უკრაინას, ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის, 10 მილიონ ევროს გამოუყოფს.

დღის ამბები