ანსამბლ "რუსთავის" საკონცერტო ტურნე საქართველოს ფარგლებში გრძელდება. კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლის მომღერალთა განახლებული შემადგენლობა ვოკალურ სოლო საღამოებს რამდენიმე ქალაქში გამართავს.
მორიგი კონცერტი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მუსიკალური საღამოები ქუთაისიდან დაიწყო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.