25 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
გრიფით საიდუმლო საქმეზე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გამოიკითხა

გრიფით საიდუმლო საქმეზე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გამოიკითხა. ლაშა ჭიღლაძე, საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხეს.

საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, უცნობია რომელ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და რას ედავება მას გამოძიება.

როგორც ლაშა ჭიღლაძე თავად აცხადებს, სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე იყო დაბარებული.

"გამოძიება დაწყებულია 315-ე მუხლით. დანარჩენი არის გრიფით "საიდუმლო". ერთი წელია, რაც გამოძიება მიმდინარეობს და ლაშა ჭიღლაძე ახლა დაიბარეს. ლაშა იმიტომ დაიბარეს, რომ ომობდა უკრაინაში, აქვს მხედრული მამაცობისთვის ჯილდო და დღეს საქართველოში, მაგისტრ მოსამართლესთან კითხავენ,"- აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დღის ამბები