14 აგვისტო 2026,   03:55
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი "ჰამასის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოკვლის შესახებ იტყობინება

ომი ახლო აღმოსავლეთში - ქალაქ რაფაჰში სამხედროებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეტაკებები იყო. ბრძოლებია ღაზის სექტორის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებშიც. ისლამური ჯიჰადისა და "ჰამასის" წარმომადგენლების ცნობით, ისრაელის ძალებს ისინი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და ნაღმმტყორცნებით უპირდაპირდებიან, "ცაჰალი" კი ოპერაციის შედეგად "ჰამასის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოკვლის შესახებ იტყობინება.

ისრაელის საჰაერო თავდასხმამ იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე, მასიური აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ისრაელის არმიის ქმედება საპასუხო რეაგირება იყო ერთი დღით ადრე, თელ-ავივში დრონით მომხდარ თავდასხმაზე. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა. იემენში ჰუსიტებზე ისრაელის საპასუხო იერიში პირველია ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ.

 

დღის ამბები