25 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
სოულისა და ბლუზის სინთეზით შექმნილ ნამუშევრებს ბიგ დედი ვილსონი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარადგენს - ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი, უკვე მერვე წელია, საქართველოში იმართება

ბლუზის მელოდია, რამდენიმე დღეში, შტატებიდან საქართველოში გადმოინაცვლებს - ლეგენდარული მუსიკოსი ბიგ დედი ვილსონი რიგით მე-8 საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

სოულისა და ბლუზის სინთეზით შექმნილ ნამუშევრებს ბიგ დედი ვილსონი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარადგენს. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი, უკვე მერვე წელია, რაც იმართება - ფესტივალის ფარგლებში, ორმოცზე მეტი კონცერტია ჩატარებული. ლოკაცია უცვლელია - ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე საფესტივალო სივრცეს, უკვე წლებია, არაერთი საერთაშორისო ვარსკვლავი სტუმრობს - შერონ ლუისი, ჯიმი ბერნი, კრის კეინსი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ არტისტების, რომელთაც საქართველოში ბლუზის ჰანგები ააჟღერეს.

ფესტივალში მონაწილე არტისტების ჩამონათვალში ისეთ შემსრულებლებსაც ვხვდებით, ვინც საქართველოს უკვე მეორედ ეწვევიან. ბლუზის არტისტი, სერ უალდო ვეზერსი თბილისში პირველად 90-იან წლებში ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ ჯეიმს ბრაუნის ბენდი წევრი იყო.

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წელს განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი არტისტები ლაგოდეხის ნაკრძალს თითო კვირის მონაცვლეობით ეწვევიან.

ბლუზ ვილიჯის ტერიტორიაზე ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება. ღონისძიება უკვე დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

დღის ამბები