29 სექტემბერი 2024,   06:25
ვრცლად
სამართლებრივად მართალი ვარ და მჩაგრავენ, რატომ უნდა დავიჩაგრო? - მანუჩარ კოკოჩაშვილი პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების მიზეზებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა, მანუჩარ კაკოჩაშვილმა, იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომლის გამოც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრება გადაწყვიტა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არ აქვს კონკურსის გარეშე კანდიდატის წარდგენის უფლება. კოკოჩაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესში მისი უფლებები დაირღვა.

"კონკურსის გარეშე პრეზიდენტს არ აქვს უფლება, წარადგინოს კანდიდატი. საკონკურსო კომისია თავად პრეზიდენტმა შექმნა, საკონკურსო კომისიის წევრები პრეზიდენტმა შეარჩია, აქედან გამომდინარე, კონკურსს თუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რატომ შეარჩია კომისია?

თუ "კლანის" წევრი ვიყავი, მოსამართლის გამოცდა მაქვს ჩაბარებული - არავის დავუნიშნივარ, თუ ხელისუფლების მომხრე ვიყავი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად რატომ არ დამნიშნეს? მაგრამ იქ ისე დაჩაგრულად არ მიგრძნია თავი, როგორც დამჩაგრეს აქ - ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია. 22 წელია, ადვოკატი ვარ და სხვის უფლებებს ვიცავ და ჩემი უფლება თუ ვერ დავიცავი, სხვისას როგორ დავიცავ?

მე რასაც შევხედე, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კლანურად წარადგინეს თავიანთი ორი პიროვნება - კვალიფიკაციაზე არ ეკითხებიან, სასამართლოს ხმამაღლა ლანძღავენ და ჩვენც უნდა ვლანძღოთ თურმე, რომ ამის გამო აგვირჩიონ. საბჭოს წევრი უნდა იყოს როგორც კვალიფიცირებული, ასევე - არასუბიექტური.

სამართლებრივად მართალი ვარ, როცა სამართლებრივად ვარ მართალი და მჩაგრავენ, რატომ უნდა დავიჩაგრო?" - აცხადებს მანუჩარ კოკოჩაშვილი.

დღის ამბები