25 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
თბილისის კონსერვატორია ფორტეპიანოს საერთაშორისო მასტერკლასების მასპინძელია

თბილისის კონსერვატორია ფორტეპიანოს საერთაშორისო მასტერკლასების მასპინძელია - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პიანისტები და მუსიკოსები სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას, 70-მდე ქართველი და უცხოელი ახლად დამწყები მუსიკოსი მიიღებს. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი შვედი პიანისტი ლუი შვიცგებელი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოცარტის კომპოზიციას უკვე მეორედ დაუკრავს, თუმცა, საქართველოში პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, ამჯერად, განსაკუთრებით რთული მისია აკისრია - შვიცგებელი მაყურებლის წინაშე, როგორც დირიჟორის, ასევე პიანისტის რანგში წარდგება.

ფესტივალი ფრანგმა პროფესორმა და პიანისტმა პასკალ ნემიროვსკიმ დააფუძნა, მასტერკლასების კვირეულის ჟენევიდან თბილისში გადმოტანის იდეა კი სპონტანურად გაჩნდა. ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ფესტივალზე მუშაობა წლების წინ, ჯერ კიდევ შვეიცარიაში შეხვედრისას დაიწყეს.

უცხოელი არტისტების მიერ ჩატარებული მასტერკლასების გარდა, კონსერვატორიის დიდი დარბაზის მსმენელი კონკურსებსაც იხილავს. 27 ივლისს, საერთაშორისო მასტერკლასის დასკვნით ღონისძიება, ორი კონკურსი ჩატარდება სოლო და საფორტეპიანო კატეგორიებში. ახალგაზრდა მუსიკოსები დიდ დარბაზში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებენ.

კლასიკური მუსიკის უკვდავი კომპოზიციების მოსმენა, მსმენელს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლება. ღონისძიება უკვე დაიწყო და 27 ივლისს გალა კონცერტით დაიხურება.

 

დღის ამბები