08 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშებში წყლის კვალი იპოვეს

ჩინეთმა, 2020 წლის ნოემბერში მთვარეზე მისია გაუშვა, რომლის მიზანიც მის ზედაპირზე არსებული გრუნტის მოპოვება და დედამიწაზე ჩამოტანა იყო.

ჩინელებმა მისიის განხორციელება წარმატებით შეძლეს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ Chang’e 5-ის მიერ დედამიწაზე ჩამოტანილ მასალაში, მეცნიერებმა წყლის კვალს მიაკვლიეს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა, ჟურნალ Nature Astronomy-ში ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

NASA-ს ინფრაწითელმა დეტექტორმა, მთვარეზე წყლის არსებობა 2020 წელს დააფიქსირა. ამასთან, მეცნიერებმა წყლის კვალი 1960-იანი და 1970-იანი წლების ნიმუშების ბოლო ანალიზებშიც აღმოაჩინეს. მაგრამ, ჩინელი მეცნიერების განმარტებით, “Chang"e 5-ის ნიმუშები "ბევრად მაღალი განედებიდან" არის, რაც ახალ მინიშნებებს იძლევა იმის შესახებ, თუ რა ფორმას იღებს წყალი მთვარის ზედაპირზე".

მეცნიერების ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული ნიმუშები იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ "წყლის მოლეკულები, მთვარის მზისგან განათებულ ადგილებში ჰიდრატირებული მარილების სახით რჩება".

დღის ამბები