08 სექტემბერი 2024,   03:41
ვრცლად
FBI-ის დირექტორი, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, სასამართლო კომიტეტის მოსმენაზე იმყოფებოდა

FBI-ის დირექტორი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის სასამართლო კომიტეტის მოსმენაზე იმყოფებოდა.

კრისტოფერ ურეის თქმით, მისი სააგენტო დეტალურად გამოიძიებს იმ საკითხს, თუ როგორ ვერ შეაჩერეს ოფიციალურმა პირებმა სროლა.

პალატის სასამართლო კომიტეტის წინაშე, FBI-ის დირექტორმა უპასუხა შეკითხვებს თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 20 წლის თომას კრუკსის შესახებ. კრისტოფერ ურეის თქმით, კრუკსი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად შორს იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელი მსხვერპლისგან.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა, სულ მცირე, 8 ტყვია ისროლა ტრამპის მიმართულებით, რომლის შედეგადაც ტრამპს ყური დაუზიანდა, შეკრების ერთი მონაწილე დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.

FBI-ის დირექტორის განცხადებით, მას ესმის, რომ ეს ჯერ კიდევ მრავალი უპასუხო კითხვაა. მისივე თქმით, თავდასხმის მოტივი გაურკვეველია. ურეის ინფორმაციით, ადამიანები კრუკსს მოიხსენიებდნენ, როგორც მარტოსულს და მისი სატელეფონო კონტაქტების სიაც მოკლე იყო.

დღის ამბები