08 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
"ამერიკის დემოკრატიის გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილება" - ბაიდენმა საპრეზიდენტო მარათონიდან გათიშვის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა

ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიიდან გასვლას ამერიკის დემოკრატიის გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილება უწოდა. პრეზიდენტი მოსახლეობას, ოვალური კაბინეტიდან, 11 წუთის განმავლობაში მიმართავდა. ბაიდენმა თქვა, რომ ქვეყნის ერთიანობა მის ამბიციებზე მაღლა დგას.

ბაიდენის მარათონიდან გასვლის საფუძველი სატელევიზიო დებატებში წარუმატებლობა და პარტიის მხრიდან ზეწოლა იყო. ის რეიტინგებში ტრამპს ჩამორჩებოდა, რაც დემოკრატებმა დამარცხების საფრთხედ აღიქვეს. პრეზიდენტმა მიანიშნა, თუ როგორი არჩევანის გაკეთება უწევთ ნოემბერში ამერიკელებს.

დემოკრატი ამომრჩეველი ბაიდენს მადლობას უხდის. ხალხი ამბობს, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა.

საარჩევნო კამპანიიდან ბაიდენის გასვლას ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტის დამარცხება უწოდა დონალდ ტრამპმა. ჩრდილოეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, ყოფილმა პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო კამალა ჰარისზე საუბარს და მას მატყუარა და შეშლილი უწოდა.

ინდიანაში გამართულ შეხვედრაზე, კამალა ჰარისის მთავარი გზავნილი აბორტის შეზღუდვის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება იყო. ქალებისთვის ამ უფლების შეზღუდვა მან ყოფილ პრეზიდენტს დააბრალა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისი ისტორიაში ყველაზე ცუდი პროკურორი იყო და სან ფრანცისკო დაანგრია. ყოფილმა პრეზიდენტმა, ამით, უპასუხა ჰარისის საარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზს, რომელიც პროკურორსა და გასამართლებულ დამნაშავეს შორის არჩევანს ეხება. ვიცე-პრეზიდენტმა, კამპანიის პირველივე შეხვედრაზე, შეადარა ტრამპი იმ დამნაშავეებს, რომლებსაც კალიფორნიაში დევნიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კამალა ჰარისის ამ გზავნილს ხალხი არ წამოეგება. დონალდ ტრამპი, კვირის ბოლოს, მასშტაბური შეხვედრისთვის ემზადება. ის მინესოტაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად ჩადის.

დღის ამბები