08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ, ტაიფუნი "გაემი" ჩინეთს დაატყდა თავს

ჩინეთს ტაიფუნი "გაემი" დაატყდა თავს. მანამდე, ტაიფუნმა ტაივანსა და ფილიპინებს მიაყენა დიდი ზიანი, არის მსხვერპლიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მცხოვრები 150 000-ზე მეტი ადამიანი, ქარიშხლის მოლოდინში, უსაფრთხო რაიონებში გადაიყვანეს.

ქარიშხალმა ტაივანსა და ფილიპინებში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.

ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, "ისინი დროს ეჯიბრებიან", რათა, ქარიშხლის შედეგად, ქვეყნის სანაპიროსთან გადატრიალებული ტანკერიდან დაღვრილი ნავთობის გავრცელების ლოკალიზება შეძლონ. ამასთან, ტაივანის სანაპიროსთან კიდევ ერთი ტანკერი ჩაიძირა.

ჩინეთს, ქარიშხლის გამო, განგაშის ყველაზე მაღალი დონე აქვს გამოცხადებული.

ამასთან, რეგიონის სხვა ქვეყნებიც ქარიშხლის მოლოდინში არიან და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

დღის ამბები