08 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 126 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა - უკრაინაში ომი გრძელდება

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში "მიგ-31-ით" და დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაშავდა ერთი მოხუცი. ხარკოვის ოლქზე, კუპიანის რეგიონში იერიშის შედეგად კი 3 ადამიანი დაშავდა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

ღამით ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომზე დაფიქსირდა აფეთქებები და გაჩნდა ხანძარი . ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საბრძოლო მასალის საცავზე განხორციელებულმა იერიშმა გამოიწვია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 126 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკ როვსკი რჩება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელია.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, დიდი შვიდეული უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გეგმას ოქტომბრისთვის დაასრულებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით იქნება მხარდაჭერილი.

დღის ამბები