18 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ცნობილი ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასი ჩატარდა

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ცნობილი ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასი ჩატარდა.

მან მის პროფესიულ გამოცდილებაზე და ექსტრემალურ პირობებში დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკაზე ისაუბრა. ალპინისტმა და რეჟისორმა დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

"ფილმის ჩვენების წინ დისკუსია გავმართეთ. მშვენიერი იყო, ბევრი ხალხით და საინტერესო კითხვებით, საუბარი ეხებოდა ტრადიციულ მთამსვლელობას. ასევე, ვისაუბრეთ მესტიის ლანდშაფტზე, რომელმაც თავისი იერსახე უნდა შეინარჩუნოს. აქ სამთო ტურიზმისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილებია. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში რომ დავბრუნდები, აქაურობასთან დაკავშირებული ჩემი სურვილები ახდენილი დამხვდება", - განაცხადა რაინჰოლდ მესნერმა.

დღის ამბები