08 სექტემბერი 2024,   05:01
ვრცლად
"გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის მაგივრად ვიარეთ ხუთი დღე"  - რამდენიმე დღის წინ დაკარგულმა გოგიტა ფარჯიანმა, დაბრუნების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა

სვანეთში, რამდენიმე დღის წინ დაკარგულმა გოგიტა ფარჯიანმა, დაბრუნების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. დაბრუნებულები ამბობენ, რომ გზად დათვი შეხვდათ, რის შემდეგაც აერიათ გზა. 

გოგიტა ფარჯიანის თქმით, ამ დღეების განმავლობაში არავითარი სირთულე არ შექმნიათ.

"გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის მაგივრად ვიარეთ ხუთი დღე. ქედზე უფრო მარტივია გადმოსვლა, ვიდრე ქედიდან დაბლა და მერე წამოხვიდოდი ტყით და ღელე-ღელე და ა.შ. მარტივი იყო, არანაირი სირთულე არ ყოფილა. უბრალოდ ახლა მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რათა ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა გოგიტა ფარჯიანმა.

ცნობისთვის, დაკარგული ორი პირი ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით გადაადგილდებოდნენ. ისინი სატელეფონო კავშირზე, ბოლოს 22 ივლის გავიდნენ. ამბობდნენ, რომ გზაა აებნათ და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხეს ადგილზე დროულად მისვლა, თუმცა მას შემდეგ, ორივე პირის კვალი კვლავ გაქრა. სატელეფონო კავშირით დადგინდა, რომ ისინი ლენტეხის მიმართულებით იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულები. პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილით ჩაერთო. ძებნის ოპერაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი ადგილიდან ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები