08 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
მაქსიმალურად ვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელსაც გვაძლევს დიპლომატიური წარმომადგენლობები - ბექა ოდიშარია ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობაზე

უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ემიგრანტების საარჩევნო პროცესში დასარეგისტრირებლად, მაქსიმალურად იყენებენ იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენლობები აძლევთ.

მისი თქმით, კონსულები და ელჩები მზად არიან, მოემსახურონ ქართველ ემიგრანტებს.

"ამას დასჭირდება საქართველოს მთელი ბიუჯეტი, რადგან მსოფლიოში, 53 ქვეყანაში, მინიმუმ 2 000 ქალაქში არის ასეთი რაოდენობა ადამიანების. შესაბამისად, ამას ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით და ვერც ორგანიზაციული თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ საქართველოს მხარე ვერ გასწვდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელსაც გვაძლევს დიპლომატიური წარმომადგენლობები. აღრიცხვა არის აბსოლუტურად თავისუფალი და უპრობლემო. ახლა შეიქმნა თაღლითური პლატფორმა და ემიგრანტებს ატყუებენ, რომ თურმე, ისინი დაარეგისტრირებენ ძალიან ადვილად... კონსულები და ელჩები მზად არ არიან, რომ მოემსახურონ ჩვენს ემიგრანტებს? გარწმუნებთ, მზად არიან", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები