08 სექტემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ესპანეთის ყველაზე მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფაში დამნაშავედ მემანქანე და რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ცნეს

ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფაში, მემანქანე და რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საქმე ეხება 11 წლის წინ მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას, რომელსაც 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფის დროს, ჩქაროსნული მატარებელი Alvia 04155, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სანტიაგო დე კომპოსტელასთან, მკვეთრ მოსახვევში, რელსებიდან გადავიდა, ბეტონის კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. 2013 წელს მომხდარი ავარიის შედეგად, 79 ადამიანი დაიღუპა და 143 დაშავდა.

დღის ამბები