08 სექტემბერი 2024,   03:27
ვრცლად
მოულოდნელი აღმოჩენა - შესაძლოა, მზის სისტემაში კიდევ ერთი ფარული ოკეანე იყოს

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ჩატარებული ბოლო დაკვირვებები მიუთითებს იმაზე, რომ პლანეტა ურანის მთვარე - არიელზე, შესაძლოა მიწისქვეშა ოკეანე არსებობდეს.

ტელესკოპმა, ობიექტის უკანა კიდის ზედაპირზე, ნახშირორჟანგის ყინული აღმოაჩინა, რომელიც ორბიტალურ მიმართულებას ჩამორჩება. შესაძლოა, ამის მიზეზი მიწისქვეშა ოკეანე იყოს.

არიელის ახლოდან შესწავლამ აჩვენა, რომ მისი უკანა ნახევარსფერო ნახშირორჟანგის ყინულის დიდი რაოდენობითაა დაფარული. მზისგან დაახლოებით 2.9 მილიარდ კილომეტრ დისტანციაზე, როგორც წესი, CO2 პირდაპირ აირად იქცევა და კოსმოსში იკარგება, ის არ იყინება. ყინულის სახით მის შენარჩუნებას, აქამდე, ურანის მაგნიტოსფეროს დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით ხსნიდნენ, რა დროსაც მოლეკულები იონიზაციას განიცდიან და იშლებიან.

ასტრონომთა ჯგუფმა, ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით, არიელის სპექტრული ანალიზი ჩაატარა და შედეგები ლაბორატორიულ მონაცემებს შეადარა. შედეგებმა აჩვენა, რომ არიელს მზის სისტემაში ნახშირორჟანგის ყველაზე მდიდარი საბადოები აქვს.

Astrophysical Journal Letters-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევა დამაინტრიგებელ ალტერნატივას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, "შესაძლოა, ნახშირორჟანგის მოლეკულები არიელის მიწისქვეშა ოკეანიდან გამოედინება".

ცნობისთვის, ურანი მზის სისტემაში მეშვიდე პლანეტაა. მას ხუთი მთვარე აქვს. არიელი ერთ-ერთი მათგანია და გამოირჩევა ყინულოვანი ზედაპირითა და მომხიბლავი მრავალფეროვანი გეოლოგიური მახასიათებლებით. იგი, ჯერ კიდევ 1851 წელს, უილიამ ლასელმა აღმოაჩინა.

დღის ამბები