08 სექტემბერი 2024,   03:23
ვრცლად
შვედეთის სანაპიროსთან, მე-19 საუკუნეში ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც ისტორიული არტეფაქტებით, სასმელებითა და ფაიფურითაა სავსე

მყვინთავთა ჯგუფმა, შვედეთის სანაპიროსთან, მე-19 საუკუნეში ჩაძირული გემი აღმოაჩინა, რომელიც ისტორიული არტეფაქტებით იყო სავსე, მათ შორის იპოვეს 100 ბოთლი შამპანური. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

გემის ნარჩენები ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით აღმოაჩინეს. აღმოჩენა პოლონელი ტექნიკური მყვინთავების ჯგუფ Baltictech-ის წევრებს ეკუთვნის.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ მე-19 საუკუნის აფრიანი გემი, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და დატვირთულია შამპანურით, ღვინით, მინერალური წყლით და ფაიფურით“, - განაცხადა Baltictech-ის მყვინთავმა ტომას სტაჰურამ.

მისივე განმარტებით, მყვინთავებს აღმოჩენილი შამპანურის ბოთლების ზუსტი რაოდენობის დადგენა გაუჭირდათ, თუმცა ზუსტად იციან, რომ იქ 100 ბოთლზე მეტია. ამასთან, მყვინთავებმა მინერალური წყალიც აღმოაჩინეს, რომელიც თიხის ჭურჭელშია ჩასხმული.

დღის ამბები