16 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების ფაქტებზე სუს-ში გამოძიება გრძელდება

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვს.

სუს-ში უკვე იმყოფებოდა მაგომედ იჟიევი, რომელმაც მედიის კითხვებს არ უპასუხა. უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია კიდევ ერთმა მოწმემ - ზვიად აჭიშვილმა. მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია რამაზ ქავთარაშვილიც. მოწმემ საქმესთან კავშირი უარყო. გამოსაკითხთა სიაში არიან ბიზნესმენებიც - მედიის ინფორმაციით, სუს-ში ზვიად იმედაშვილიც გამოიკითხა.

დღის ამბები