08 სექტემბერი 2024,   08:28
ვრცლად
წვიმა, წყალმოვარდნები და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

"28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები