08 სექტემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ბრიტანელი მეზღვაური ირწმუნება, რომ მისი იახტა "ვეშაპების კარგად ორგანიზებულმა თავდასხმამ" ჩაძირა

გიბრალტარის სრუტეში, "მკვლელი ვეშაპების" თავდასხმის შედეგად, ბრიტანელი მეზღვაურის, რობერტ პაუელის იახტა ჩაიძირა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

სანაპირო დაცვის პოლიციას, იახტაზე - Bonhomme William-ზე მყოფი სამი ადამიანის ევაკუაცია მოუწია, რადგან ვეშაპების თავდასხმის შედეგად, იახტის მართვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ჩაძირვა დაიწყო.

პაუელის განცხადებით, შემთხვევა ვეშაპების თამაშს არ გამოუწვევია. მეზღვაური ირწმუნება, რომ ეს ვეშაპების კარგად ორგანიზებული თავდასხმა იყო, რათა მისი იახტა ჩაეძირათ.

ბოლო წლებში, "მკვლელი ვეშაპები" ამოუცნობი მიზეზების გამო, მეზღვაურთა იახტებს ხშირად ესხმიან თავს. დაფიქსირებულია იახტის საჭის დაზიანების 600 შემთხვევა. ბიოლოგებi ვარაუდობენ, რომ ვეშაპები იახტებს მოწყენილობისგან ესხმიან თავს, რათა ადრენალინი გამოიმუშაონ.

დღის ამბები