08 სექტემბერი 2024,   08:22
ვრცლად
თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული კაცი, რომელსაც მოსახლეობა და საგანგებო სამსახური ეძებდა, სახლში უვნებელი დაბრუნდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 60 წლამდე კაცი სახლში უვნებელი დაბრუნდა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დაკარგული გოჩა წიკლაური სახლში დღეს დილით დაბრუნდა. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ თრანშიდან ტყეში სოკოს საკრეფად 26 ივლისს, დაახლოებით, დილის 10 საათზე გავიდა, დღის 2 საათიდან მასთან კონტაქტი შეწყდა და ვეღარ უკავშირდებოდნენ.

დაკარგულის ძებნის სამუშაოებში ადგილობრივები, მოხალისეები და საგანგებო სამსახური იყო ჩართული.

დღის ამბები