08 სექტემბერი 2024,   08:25
ვრცლად
კალიფორნია ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - სტიქიამ ათასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა

კალიფორნია ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სტიქიამ ათასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ძლიერი სიცხის გამო 1 600 მეხანძრეს მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევს.

განადგურებულია 100-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტერიტორია 3 500-მა მაცხოვრებელმა დატოვა.

დაზარალებული უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს. პოლიციამ ტყის ხანძრის გაჩენაში ბრალდებული 42 წლის მამაკაცი დააკავა.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, მან ქალაქ ჩიკოსთან მდებარე "აპპერ-ბიდველის" პარკში ცეცხლწაკიდებული ავტომობილი ხრამში გადაჩეხა, რამაც ხანძრის გავრცელება გამოიწვია.

დღის ამბები