16 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირში ჩაერთო ქალთა ნაკრების წარმომადგენელი ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ).

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა პირველი წრის შეხვედრა წარმატებით გაიარა - ორი ვაზარით დაამარცხა ბრიტანელი ლელე ნაირნი და მერვედფინალში გავიდა.

მომდევნო შეხვედრაში მისი მეტოქე იქნება უზბეკი შუხურჯონ ამინოვა.

დღის ამბები