18 აგვისტო 2026,   19:32
ვრცლად
თბილისის საკრებულოში რაგბის 7-ქალა ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მიღება გაიმართა

თბილისის საკრებულოში რაგბის 7-ქალა ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მიღება გაიმართა. ქართველ სპორტსმენებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები შეხვდნენ.

წელს 7-ქალა რაგბის წევრებმა ელიტის საგზური მოიპოვეს. მათ, ისტორიაში პირველად, ტროფის დივიზიონის საპრიზო მეორე ადგილის დაკავება შეძლეს.

"თბილისის საკრებულოში 7-ქალას მიღება გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, მათ ელიტის საგზური მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ქალთა რაგბის ისტორიაში საქართველოსთვის. ამიტომ, მიღების მიზანი იყო, რომ, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგვეხადა იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი.

დღის ამბები