16 აგვისტო 2026,   18:55
ვრცლად
ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც ახალი ტექნიკით და ინვენტარითაა აღჭურვილი

ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია ახალი ტექნიკით და ინვენტარით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დაათვალიერეს.

ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია მერიის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დარღვევების პრევენციის, მათზე რეაგირების და მომსახურების მხრივ ეფექტიანი და წარმატებული სამსახურია.

 

დღის ამბები