21 სექტემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"ჰამასმა" პოლიტიკური ხაზის ახალ ლიდერად, 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაასახელა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", პოლიტიკური ხაზის ახალ ლიდერად, 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იაჰია სინვარი დაასახელა. სინვარი ღაზაში დევნილთა ბანაკში დაიბადა და ცხოვრების ნახევარი ისრაელის ციხეებში გაატარა. მედიის ცნობით, ის ღაზის სექტორში, გვირაბებში იმალება.

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ რთულია. ირანი მოკავშირეებთან ერთად საკუთარი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და ანგარიშსწორებისთვის მოკავშირე დაჯგუფებებთან ერთად ემზადება.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ისრაელი იდგა. ამის შესახებ გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" წერს. მკვლელობის ფაქტზე ამერიკულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა.

 

დღის ამბები