11 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შესახებ, აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოები განცხადებას ავრცელებენ

2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

"დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერს ამერიკის საელჩო.


განცხადებას აქვეყნებს ბრიტანეთის საელჩოც: "დღეს, 16ი წლის თავზე, ვიხსენებთ 2008ა წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები