05 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
დარტყმა რუსულ სამხედრო კოლონაზე კურსკთან და ბრძოლა სუჯის გაზსადენთან - უკრაინული არმია, რუსეთში კონტროლირებად ტერიტორიას აფართოებს

კრემლი კურსკის რეგიონში 430 კვადრატულ კილომეტრს ვეღარ აკონტროლებს. 50 რუსული დასახლების თავზე, უკრაინული დროშა ფრიალებს.

მეექვსე დღეა კურსკის ოლქში შეტაკებები მიმდინარეობს, უკრაინულმა არმიამ ქალაქი სუჯა აიღო და მიმდინარე დასახლებების გავლით რეგიონის მთავარი ქალაქის კურსკის მიმართულებით მიიწევს. თან მიჰყავთ ტყვედ ჩავარდნილი ასობით რუსი სამხედრო. რეგიონში მდებარე უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის აღებამდე საათებია დარჩენილი. ტერიტორიიდან თანამშრომლების ევაკუაცია სასწრაფო წესით მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის წინსვლის ფონზე რუსეთის რეგიონებში მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. განადგურებული სოფლებიდან მოსახლეობა ევაკუაციას საკუთარი ძალებით ცდილობს და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ადგილობრივებს, რომლებსაც საცხოვრებელი გაუნადგურდათ, ხელისუფლება 10 000 რუბლით დაეხმარება.

მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გაირკვა, რომ უკრაინული არმია საკუთარ მოიერიშე ჯგუფებს საცეცხლე მხარდაჭერას "ჰაიმარსის" ტიპის ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით უზრუნველყოფს.

გასულ ღამეს რუსეთის სარდლობის მიერ მობილიზებული სარეზერვო ნაწილები ზუსტად ამ ტიპის იარაღით, რილსკის რეგიონში განხორციელებულმა იერიშმა გაანადგურა. რუსეთმა 500 მდე ჯარისკაცი და თოთხმეტი სამხედრო-სატვირთო მანქანა დაკარგა.

განადგურებულია ლიპეცკის აეროდრომი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. ავიაციასთან ერთად იარაღის საცავიც განადგურდა.

ბელგოროდის ოლქში ""ნოვო ოსკოლში"" დრონებით იერიშის შედეგად განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკის ბაზა. ადგილს ერთდროულად 6 დრონი დაესხა თავს.

ახლა, კურსკში სამხედროებისა და ტექნიკის სრული მობილიზება ბრიანსკიდან და ბელგოროდის ოლქებიდან ქაოსის ფონზე მიმდინარეობს. მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე ამ ორ რეგიონშიც საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. უკრაინული იერიშების შედეგად, რეგიონებში ათობით სტრატეგიული ობიექტი განადგურდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები