05 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
"გილოცავთ ძმაო, მაგრად გაახარე მთელი საქართველო" - პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა, გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცეს

პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა, გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა, სატელეფონო ზარით მიულოცეს.

"გენო გილოცავთ ძმაო, მაგრად გაახარე მთელი საქართველო და მაგრად გვიყვარხარ, მაგარი კაცი ხარ, გელოდებით," - ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის მილოცვა გენო პეტრიაშვილს.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.

შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

დღის ამბები