პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
პეტრიაშვილის თქმით, დიდი ხანია, ამ გამარჯვებას ელოდა. მისივე თქმით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წაგების შემდეგ, კიდევ ბევრ შეჯიბრში დამარცხდა, თუმცა დღეს უკვე პარიზის ოლიმპიადის თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
"მაგარი რაღაც მოხდა. რამდენი წელი ველოდეთ და მადლობა ღმერთს, ასე კარგად დაგვირგვინდა. რთული იყო, რა თქმა უნდა. რაღაცები მახსოვს, რაღაცები არ მახსოვს იმიტომ, რომ ემოციაში ვიყავი, მაგრამ თითოეულ შეძახილს, რომელსაც ჩემი სეკუნდანტები, ჩემი გუნდი მეძახდა, კარგად ვიაზრებდი. თითქოს, დაღლის მომენტიც იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავლახეთ. წლებია, ველოდებოდი ამ მომენტს. ტოკიოში ცუდი შეხვედრა წავაგე, კიდევ ბევრჯერ წავაგე, თითქმის არცერთი ტურნირი მომიგია იმის შემდეგ, მაგრამ დავბრუნდი და გავიმარჯვე. ძალიან გიჟური ემოციებია, ვერ ვიჯერებ", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.