"სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება" - ბათუმის დრამატულ თეატრში მომღერალ აჩიკო ბერიძის სოლოკონცერტი გაიმართა.
პირველი სოლოკონცერტი მომღერალმა მშობლიურ ქალაქში დავით მაზანაშვილის ბენდისა და ქალთა კამერული ორკესტრის თანხლებით ჩაატარა.
მაყურებელმა აჩიკო ბერიძის ყველა ცნობილი სიმღერა ახლებური ინტერპრეტაციით მოისმინა. კონცერტზე რამდენიმე ახალი კომპოზიციის პრემიერაც შედგა.
სოლოკონცერტი მაყურებლის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.