16 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
გურიის რეგიონში, სოფელ სურებში სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები, ამჯერად, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში 8 კილომეტრამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სამუშაოების მიზანია, მოსახლეობას საშეშე მერქანის გამოტანა გაუმარტივდეს, ხოლო ხანძრის შემთხვევაში, ხელი შეუწყონ შესაბამის ღონისძიებების გატარებას.

გზის მოწყობის პარალელურად სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხების და "საქმიან ეზოებში" დასაწყობების სამუშაოებს ატარებს.

 

დღის ამბები