05 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ის ოქროსფერი მედალი, ერთ დღეს, ჩვენს ქვეყანაში ჩავიტანო - გივი მაჭარაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავის, გივი მაჭარაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანოს.

მაჭარაშვილის თქმით, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, ემოციურად რთული პერიოდი აქვს.

"პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს. მიჭირს რაღაცების გადმოცემა. ნამდვილად რთული პერიოდია, ცოტა რთული დროა ჩემთვის.

აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ის ოქროსფერი მედალი, ერთ დღეს, ჩავიტანო ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

დღის ამბები