22 დეკემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კურსკში ევაკუაცია დაიწყო - მოსკოვი იძულებული გახდა, აღიაროს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე 30 000 კვდარტული მეტრის ფართობის რეგიონს ვეღარ აკონტროლებს

რუსეთის სამ ოლქში - კუსკში, ბრიანსკსა და ნოვგოროდში საომარი მოქმედებები არ წყდება. კრემლმა საკუთარი ტერიტორიის 720 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაკარგა. კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში, ათობით სოფლის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.

ვრცელდება კადრები, სადაც კურსკის ოლქის სოფელი სვერდლიკოვოში, უკრაინელი სამხედროები სოფლის ადმინისტრაციის შენობიდან რუსულ დროშას ხსნიან. კადრებში კი, რომელიც გუივოშია გადაღებული, ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. საზღვრის ამ მონაკვეთს ჩეჩნეთის სპეცრაზმი იცავდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ უკრაინელებმა კადიროველებს გვერდი აუარეს და ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს. მათი უმრავლესობა ახლა უკრაინელების ტყვეა.

დევნილები ჩეჩნეთის სპეცრაზმს მოსახლეობის მიტოვებასა და ფრონტის ხაზიდან გაქცევაში ადანაშაულებენ. საომარი მოქმედებების ზონა უკვე დატოვა 100 000-ზე მეტმა ადგილობრივმა.

ადგილობრივი მთავრობა დევნილებს მოუწოდებს, საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე აღარ დაბრუნდნენ.

უკრაინის არმია წინ ორი მიმართულებით მიიწევს - ქალაქ კურსკისკენ და კურსკის ატომური ელექტროსადგურისკენ. რუსეთში ახლა უკრაინელების წინსვლის შეჩერებას ცდილობენ.

პუტინის საპასუხოდ კიევში აცხადებენ, რომ ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმებისთვის უკრაინისთვის დამატებით ბერკეტს აჩენს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები