ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები დაიწყო. ბათუმის მერიამ, შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციით, პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშავა.
პირველ ეტაპზე, 160-მილიმეტრიანი ჭაბურღილი მოეწყობა, რომლის ამოქმედების შემდეგ წყლის რესურსის მოცულობას შეაფასებენ. თუ არსებული რესურსი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, დამატებითი ჭაბურღილიც მოეწყობა.